Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

67 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 857.933-ს მიაღწია.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.100 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.658 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 675, შიდა ქართლი – 401, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 252, ქვემო ქართლი – 247, აჭარა – 189, სამცხე-ჯავახეთი – 134, გურია – 111, მცხეთა-მთიანეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 799.850-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 4.100: კოვიდ-მონაცემები განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.258-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.799 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.550 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.583, იმერეთში – 1.367, აჭარაში – 550.
1.636 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 368 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 43, იმერეთში – 34. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.127 ადამიანი, მათ შორის 678 – თბილისში, 256 – აჭარაში. 38.122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 32, აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.155 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 857.933-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0