თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის და დამპალოს ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წულუკიძის, ლაღიძის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამყრელიძის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, ირაკლი გამყრელიძის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0