შტორმმა ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშტორმი ზღვაზე
შტორმი ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში ძლიერი შტორმის შედეგებს ებრძვიან, იუწყება ტელეკომპანია AjaraTV.
გუშინ, დღის მეორე ნახევარში შტორმისა და ქარის შედეგად ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ძლიერმა ტალღებმა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთზე ქვიშა და ქვაღორღი გამოიტანა, მთლიანად ჩარეცხა სანაპირო. დაზიანდა დეკორატიული ფილები, ნარგავები.
ანალოგიურად დაზიანებული სანაპიროს აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო ქობულეთშიც. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
„პირველ ეტაპზე აუცილებელია ტერიტორიის მთლიანად გაწმენდა, რათა არსებულ მდგომარეობაში კარგად გავერკვეთ. ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას და შესაბამისი ზომების გატარებას“, – ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში.
რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მთლიანად გაწმენდილია ველობილიკი. ამ ეტაპზე მერიის შესაბამისი სამსახურები აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, დღის მეორე ნახევარში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0