https://sputnik-georgia.com/20211202/saqartvelom-suamis-tavmjdomareoba-moslovas-gadasca-262560922.html
საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადასცა
საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადასცა
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T23:12+0400
2021-12-02T23:12+0400
2021-12-03T00:18+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 38-ე სხდომაზე თავმჯდომარეობა გადასცა მოლდოვას, რომელიც ორგანიზაციას 2022 წლის იანვრიდან უხელმძღვანელებს.სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წელს უკვე მეორედ გაიმართა ვიცე-პრემიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თავმჯდომარეობით.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი - რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ დააარსეს. ორგანიზაციის სახელწოდება მასში შემავალი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან - GUAM (Georgia, Azerbaijan, Moldova, Ukraine).
https://sputnik-georgia.com/20210923/niu-iorkshi-suamis-ministeriali-chatarda-259826392.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადასცა
23:12 02.12.2021 (განახლებულია: 00:18 03.12.2021) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 38-ე სხდომაზე თავმჯდომარეობა
გადასცა მოლდოვას, რომელიც ორგანიზაციას 2022 წლის იანვრიდან უხელმძღვანელებს.
სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წელს უკვე მეორედ გაიმართა ვიცე-პრემიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თავმჯდომარეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.
23 სექტემბერი 2021, 12:37
მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი - რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ დააარსეს. ორგანიზაციის სახელწოდება მასში შემავალი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან - GUAM (Georgia, Azerbaijan, Moldova, Ukraine).