„ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზეც, ჩემ განწყობაზეც“ – რა შეემთხვა სალომე ღვინიაშვილს?
12:19 02.12.2021 (განახლებულია: 17:20 02.12.2021)
© Facebook / Dancing with the Starsსალომე ღვინიაშვილი და ლევან ახვლედიანი

© Facebook / Dancing with the Stars
გამოწერა
ტელესახე, მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი საკუთარ მეწყვილესთან ერთად „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გამოეთიშა. როგორც სალომემ შოუს მეორე დღეს „იმედის“ ეთერში ისაუბრა, მან ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.
„ერთი სული მქონდა, როდის გამოაცხადებდნენ, იმ მომენტში გინდა, რომ მალე დამთავრდეს. თუმცა ველოდებოდი და შინაგანადაც ვგრძნობდი, რომ დავტოვებდი პროექტს და, ვფიქრობ, სამართლიანიც იყო ამ შემთხვევაში. გუშინ ყველაზე მეტად ვისიამოვნე ცეკვით. საერთოდ არ მახსოვდა არც მაყურებელი და არც არავინ. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე. ამანაც, რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზეც, ჩემ განწყობაზეც, იმიტომ რომ უფრო ვნერვიულობდი, რეპეტიციებზე კიდევ უფრო არ მტკენოდა“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო სეზონი 25 ოქტომბერს დაიწყო ტელეკომპანია „იმედის“ არხზე. პროექტში 11 ცნობილი ადამიანი მონაწილეობს.