https://sputnik-georgia.com/20211202/qartvelebiragbiscempionta-tasze-imsajeben-262552569.html
აღიარება მსოფლიო რაგბის მხრიდან – ქართველები ჩემპიონთა თასზე იმსაჯებენ
აღიარება მსოფლიო რაგბის მხრიდან – ქართველები ჩემპიონთა თასზე იმსაჯებენ
Sputnik საქართველო
ნიკა ამაშუკელი დამხმარე მსაჯებთან ერთად ფრანგული „კასტრისა" და ინგლისური „ჰარლექუინსის" შეხვედრას გაუძღვება. 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T18:11+0400
2021-12-02T18:11+0400
2021-12-02T22:32+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251193828_0:23:1766:1016_1920x0_80_0_0_a80487f6a46b9afd3c589d09a07888ce.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რაგბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე ქართველი არბიტრები ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი იმსაჯებენ, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.ქართული მსაჯთა ბრიგადა 12 დეკემბერს 2021-2022 წლების გათამაშების პირველ ტურში ფრანგული „კასტრისა" და ინგლისური „ჰარლექუინსის" შეხვედრას გაუძღვება. მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, თევზაძე და აბულაშვილი კი მას გვერდითი ხაზიდან დაეხმარებიან.ნიკა ამაშუკელმა რაგბის კავშირის პრეს-სამსახურთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ასეთი სირთულის მატჩის განსჯა გიწევს და ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება.ნიკა ამაშუკელს საკმაოდ დატვირთული შემოდგომა ჰქონდა. ის მთავარი მსაჯი იყო ირლანდია–იაპონიასა და ფრანგი ბარბაროსები–ტონგაზე, ხოლო უელსი–ავსტრალიას კიდის არბიტრის რანგში მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელმა სამივე თამაშის შემდეგ კარგი შეფასება მიიღო.ჩემპიონთა თასი 1995 წელს ჰეინეკენის თასის სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ 2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251193828_191:0:1575:1038_1920x0_80_0_0_fe63c8f4691b399ce1975b3a84a1991b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
აღიარება მსოფლიო რაგბის მხრიდან – ქართველები ჩემპიონთა თასზე იმსაჯებენ
18:11 02.12.2021 (განახლებულია: 22:32 02.12.2021) ნიკა ამაშუკელი დამხმარე მსაჯებთან ერთად ფრანგული „კასტრისა" და ინგლისური „ჰარლექუინსის" შეხვედრას გაუძღვება.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რაგბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე ქართველი არბიტრები ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი იმსაჯებენ,
ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
ქართული მსაჯთა ბრიგადა 12 დეკემბერს 2021-2022 წლების გათამაშების პირველ ტურში ფრანგული „კასტრისა" და ინგლისური „ჰარლექუინსის" შეხვედრას გაუძღვება. მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, თევზაძე და აბულაშვილი კი მას გვერდითი ხაზიდან დაეხმარებიან.
ნიკა ამაშუკელმა რაგბის კავშირის პრეს-სამსახურთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ასეთი სირთულის მატჩის განსჯა გიწევს და ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება.
„გარდა იმისა, რომ ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, „ჰარლექუინსი" ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, „კასტრი" კი განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე წაგებას არავისთან კადრულობს. ასეთ მტკივნეულ ჯახებზე მსაჯებს მაშინ ნიშნავენ, როდესაც აინტერესებთ, როგორ იმოქმედებენ ისინი მაღალი წნეხის პირობებში. ეს მსოფლიო რაგბის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა", – განაცხადა ამაშუკელმა.
ნიკა ამაშუკელს საკმაოდ დატვირთული შემოდგომა ჰქონდა. ის მთავარი მსაჯი იყო ირლანდია–იაპონიასა და ფრანგი ბარბაროსები–ტონგაზე, ხოლო უელსი–ავსტრალიას კიდის არბიტრის რანგში მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელმა სამივე თამაშის შემდეგ კარგი შეფასება მიიღო.
ჩემპიონთა თასი 1995 წელს ჰეინეკენის თასის სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ 2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.