ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს 75 წელი შეუსრულდა. ილია მეორემ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა უსურვა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა, ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მიმართა და ჯანმრთელობა უსურვა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ ჩვენი მილოცვა 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღვთის წყალობას, რათა მომავალში ერთგულად ემსახუროთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას", – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.
პატრიარქი კირილი დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში, მღვდლის ოჯახში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ 2009 წლის 27 იანვარს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. ის გახდა მოსკოვის მე-16 პატრიარქი. იმავე წლის 1 თებერვალს კირილი ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ეკურთხა.
ყველა ახალი ამბავი
0