https://sputnik-georgia.com/20211201/tetri-saxli-axali-weli-262505757.html
თეთრი სახლის ყველა ოთახი წელს სიმბოლოებით მორთეს – ნახეთ საახალწლო მორთულობები
თეთრი სახლის ყველა ოთახი წელს სიმბოლოებით მორთეს – ნახეთ საახალწლო მორთულობები
Sputnik საქართველო
წელს ახალი წელი თეთრ სახლში რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე გვინახავს. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T12:25+0400
2021-12-01T12:25+0400
2021-12-01T16:56+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262505722_0:117:1126:750_1920x0_80_0_0_7088a40d2416f296de6e9e22aa22ed58.jpg
პანდემიიდან გამომდინარე, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აქცენტი სულ სხვა დეტალებზე გააკეთა და ყველა ოთახი თემატურად, ძალიან ემოციური დეტალებით მორთო. აქ აქცენტი გაკეთდა სიკეთეზე, ემოციებზე, მადლიერებაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ყველაფერზე, რაც წელს ასე გვჭირდებოდა. მაგალითად, თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფლიგელი ცისფერი და თეთრი ბუშტებით მორთეს, როგორც სიხარულის, სიახლისა და მოლოდინის სიმბოლო. თეთრი სახლის ცენტრალურ ნაწილში მთავარი ნაძვის ხე მთლიანად ვარსკვლავებით არის მორთული. ოქროსფერი მბზინავი ვარსკვლავები ყველა იმ ადამიანის სიმბოლოა, ვინც წელს თავი გაწირა ქვეყნის სამსახურში.ულამაზესი ლენტებით არის მორთული თეთრი სახლის ისტორიული ბიბლიოთეკა, როგორც ცოდნის სიმბოლო. ეს არის მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, სიახლეების ძიება და წიგნები. ბიბლიოთეკაში, რომელიც პრეზიდენტმა რუზველტმა 1935 წელს შექმნა, ახლა 2.700-მდე წიგნი ინახება.თეთრი სახლის ხელოვნების ოთახის მორთვა საკუთარ თავზე წელს ქვეყნის წამყვანმა მხატვრებმა აიღეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩინური ოთახი, სადაც პატარა ნაძვის ხეებთან ერთად დაგხვდებათ ულამაზესი დეკორაციული ნაკეთობები და ძალიან მყუდრო მაგიდა სკამებით.მშვიდობასა და ერთიანობაზე გაკეთდა აქცენტი თეთრი სახლის ცისფერ ოთახში. ცნობილი წითელი ოთახი ალბათ ერთადერთია, სადაც ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა საახალწლო განწყობა – დიდი ფანჯრები, ოქროსფერი ფარდები, მოგიზგიზე ბუხარი და აკაშკაშებული ნაძვის ხე. ყველაზე მყუდრო წელს სასადილო ოთახი გამოვიდა, რადგან დიზაინერებმა აქცენტი ოჯახური ტრადიციების მნიშვნელობაზე გააკეთეს და ამისთვის ყველა შესაძლო დეტალი გამოიყენეს.და, ბოლოს, თეთრი სახლის ფოიე, როგორც ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც გასულ წლებში ბზინავდა სხვადასხვა დეკორაციებით. წელს მასაც სიმბოლური დატვირთვა მიეცა – რწმენის, დადებითი ემოციების და სიკეთის. შესაბამისად, ის ძალიან დახვეწილი, სადა და ლამაზი გამოვიდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262505722_54:0:1054:750_1920x0_80_0_0_caa702e6fc971c37a50fde511055a896.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეთრი სახლი
თეთრი სახლის ყველა ოთახი წელს სიმბოლოებით მორთეს – ნახეთ საახალწლო მორთულობები
12:25 01.12.2021 (განახლებულია: 16:56 01.12.2021) წელს ახალი წელი თეთრ სახლში რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე გვინახავს.
პანდემიიდან გამომდინარე, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აქცენტი სულ სხვა დეტალებზე გააკეთა და ყველა ოთახი თემატურად, ძალიან ემოციური დეტალებით მორთო. აქ აქცენტი გაკეთდა სიკეთეზე, ემოციებზე, მადლიერებაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ყველაფერზე, რაც წელს ასე გვჭირდებოდა.
მაგალითად, თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფლიგელი ცისფერი და თეთრი ბუშტებით მორთეს, როგორც სიხარულის, სიახლისა და მოლოდინის სიმბოლო. თეთრი სახლის ცენტრალურ ნაწილში მთავარი ნაძვის ხე მთლიანად ვარსკვლავებით არის მორთული. ოქროსფერი მბზინავი ვარსკვლავები ყველა იმ ადამიანის სიმბოლოა, ვინც წელს თავი გაწირა ქვეყნის სამსახურში.
ულამაზესი ლენტებით არის მორთული თეთრი სახლის ისტორიული ბიბლიოთეკა, როგორც ცოდნის სიმბოლო. ეს არის მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, სიახლეების ძიება და წიგნები. ბიბლიოთეკაში, რომელიც პრეზიდენტმა რუზველტმა 1935 წელს შექმნა, ახლა 2.700-მდე წიგნი ინახება.
თეთრი სახლის ხელოვნების ოთახის მორთვა საკუთარ თავზე წელს ქვეყნის წამყვანმა მხატვრებმა აიღეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩინური ოთახი, სადაც პატარა ნაძვის ხეებთან ერთად დაგხვდებათ ულამაზესი დეკორაციული ნაკეთობები და ძალიან მყუდრო მაგიდა სკამებით.
მშვიდობასა და ერთიანობაზე გაკეთდა აქცენტი თეთრი სახლის ცისფერ ოთახში. ცნობილი წითელი ოთახი ალბათ ერთადერთია, სადაც ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა საახალწლო განწყობა – დიდი ფანჯრები, ოქროსფერი ფარდები, მოგიზგიზე ბუხარი და აკაშკაშებული ნაძვის ხე. ყველაზე მყუდრო წელს სასადილო ოთახი გამოვიდა, რადგან დიზაინერებმა აქცენტი ოჯახური ტრადიციების მნიშვნელობაზე გააკეთეს და ამისთვის ყველა შესაძლო დეტალი გამოიყენეს.
და, ბოლოს, თეთრი სახლის ფოიე, როგორც ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც გასულ წლებში ბზინავდა სხვადასხვა დეკორაციებით. წელს მასაც სიმბოლური დატვირთვა მიეცა – რწმენის, დადებითი ემოციების და სიკეთის. შესაბამისად, ის ძალიან დახვეწილი, სადა და ლამაზი გამოვიდა.