თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ირანის ორი მოქალაქე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
უბედური შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები არიან, სახლი კი, რომელშიც უბედური შემთხვევა მოხდა, მათ ნაქირავები ჰქონდათ. „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რამაც, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვება გამოიწვია.

„ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი დაგვხვდა ადგილზე, რომელიც მანამდე ჩვენ მიერ იყო ჩახსნილი და თვითნებურ მიერთებას ჰქონდა ადგილი, რამაც გამოიწვია, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ბინა იყო გაქირავებული. სტატისტიკურად ხშირად სწორედ გაქირავებულ ბინებში არის უმეტესი ასეთი შემთხვევები", – განაცხადეს ჟურნალისტებთან „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა.

„თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ის ფართობი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და მისი საცხოვრებლად გადაკეთება თვითნებურად განხორციელდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაწყებულია.
ყველა ახალი ამბავი
0