https://sputnik-georgia.com/20211201/stormma-batumsi-problemebi-seqmna-video-262525818.html
შტორმმა ბათუმში პრობლემები შექმნა - ვიდეო
შტორმმა ბათუმში პრობლემები შექმნა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ამ დრომდე მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, იწმინდება სანიაღვრე არხები და შტორმისგან დანაგვიანებული სანაპირო 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T19:48+0400
2021-12-01T19:48+0400
2021-12-01T19:48+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/99/234069900_0:27:1000:590_1920x0_80_0_0_c3379e646efa5f951873b7baf319e715.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთში ინფრასტრუქტურა დააზიანა, იუწყება ბათუმის მერია.შტორმის შედეგად ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვა-ღორღით დაიფარა. სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი მასა.როგორც ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.„უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად, ახალ ბულვარში დაზიანდა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ მუნიციპალური სამსახურები, ადგილზეა როგორც სანიტარული დასუფთავების, ასევე „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და თანამშრომლები. განვაგრძობთ მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. პარალელურად ხორციელდება შტორმისგან დანაგვიანებული სანაპიროს დასუფთავება.არჩილ ჩიქოვანის თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში წვიმიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/99/234069900_89:0:910:616_1920x0_80_0_0_fa556bac5ee8724391986ed49955694e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
შტორმმა ბათუმში პრობლემები შექმნა - ვიდეო
ამ დრომდე მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, იწმინდება სანიაღვრე არხები და შტორმისგან დანაგვიანებული სანაპირო
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთში ინფრასტრუქტურა დააზიანა, იუწყება
ბათუმის მერია. შტორმის შედეგად ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვა-ღორღით დაიფარა. სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი მასა.
როგორც ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
„უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად, ახალ ბულვარში დაზიანდა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ მუნიციპალური სამსახურები, ადგილზეა როგორც სანიტარული დასუფთავების, ასევე „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და თანამშრომლები. განვაგრძობთ მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. პარალელურად ხორციელდება შტორმისგან დანაგვიანებული სანაპიროს დასუფთავება.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში წვიმიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება.