კულტურული განვითარებისთვის საქართველოს სამი ქალაქი ევროკავშირისგან გრანტს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerდადიანების სასახლე
დადიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ზუგდიდი, ქუთაისი და ფოთი თითოეული მაქსიმუმ 30 ათასი ევროს გრანტს მიიღებს კულტურული განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამი ქალაქი – ზუგდიდი, ქუთაისი და ფოთი ევროსაბჭოს პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში კულტურული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გრანტს მიიღებს.
EU4Culture ოთხწლიანი პროექტია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ის მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქების (არა დედაქალაქის) კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისკენ. პროგრამა მიზნად ისახავს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
როგორც პროექტის მასალებშია აღნიშნული, ქართული ქალაქები კულტურული განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30 ათას ევრომდე თანხას მიიღებენ.
ბათუმი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში შევიდა>>
კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა. მისი მიზანია ქალაქების მხარდაჭერა კულტურული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ევროპის კულტურული დედაქალაქების დამოკიდებულებას შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) 70 ქალაქი.
პროექტის ფარგლებში სულ 14 ქალაქი შეირჩა.
ნახევარწლიანი მუშაობა კულტურული განვითარების სტრატეგიაზე 1 დეკემბერს იწყება. საბოლოოდ სამიდან ერთი ქალაქი საკუთარი სტრატეგიის რეალიზაციისთვის 300 ათას ევრომდე დაფინანსებას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0