საქართველოში კოვიდ-პასპორტების ერა იწყება: რა უნდა ვიცოდეთ
09:12 01.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023)
© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება.
კოვიდ-პასპორტის ან QR-კოდის წარდგენა აუცილებელი იქნება შემდეგ ობიექტებში:
რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
კინოთეატრებში
თეატრებში
ოპერაში
საკონცერტო დარბაზებში
გასართობ ცენტრებში
სამორინეებში
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში
სპა-ცენტრებში
ფიტნეს-დარბაზებში
სასტუმროებში
სამთო კურორტების საბაგირო გზებზე
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ვინ არის „მწვანე“ სტატუსის მქონე პირი?
სრულად ვაქცინირებული პირი
72–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის PCR–ტესტის მქონე პირი
24–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის ანტიგენ–სწრაფი ტესტის მქონე პირი
კოვიდ-გადატანილი პირი
როგორ ვისარგებლოთ კოვიდ-პასპორტით
ყველა ადგილზე, სადაც კოვიდ-პასპორტის მქონე პირები დაიშვებიან, დამონტაჟებული იქნება QR–კოდის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობა, რომელთანაც პირმა უნდა მიიტანოს საკუთარი ელექტრონული მოწყობილობა Covidpass Georgia-ის გახსნილი აპლიკაციით.
კოდის წაკითხვისას გამოისახება შემდეგი ინფორმაცია:
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათი სახელისა და გვარის ინიციალებით
უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და დოკუმენტის ნომერი
აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება „მწვანე“ სტატუსს
რა ვადით აქვს პირს მინიჭებული „მწვანე“ სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია – როდის ეწურება პირს „მწვანე“ სტატუსი)
ვინ ახორციელებს მონიტორინგს და როგორია სანქციები?
მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური – შერჩევის პრინციპით.
ობიექტზე „მწვანე პასპორტის“ გარეშე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 ათას ლარს შეადგენს, ინდივიდუალური მეწარმისთვის – 2 ათას ლარს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
1522 – ვაქცინაციის ცხელი ხაზი
0800800909 – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი
ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge