https://sputnik-georgia.com/20211201/gigi-ugulava-daajarimes-262520174.html
გიგი უგულავა დააჯარიმეს
გიგი უგულავა დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T18:32+0400
2021-12-01T18:32+0400
2021-12-01T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669044_0:114:3067:1839_1920x0_80_0_0_b7bb4ff35bfaafc5effa711979550f72.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა 29 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.ბრალდების მხარის ვერსიით, უგულავა მას მერე დააკავეს, რაც პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და უარი თქვა დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, გასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და დაბრუნებულიყო ტროტუარზე. ამ დროს აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. სასამართლომდე უგულავა მარნეულის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს>>ადვოკატის განცხადებით, სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი არგუმენტი არ გაუთვალისწინებიათ. მისი თქმით, პირველ რიგში ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო გზის გადაკეტვა, რადგან კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, თუ მომიტინგეთა რაოდენობა გარკვეულ რიცხვს აჭარბებს. ეს არ არის უკანონობა, განაცხადა კონდახიშვილმა.მისი თქმით, დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.თავად გიგი უგულავა ჯარიმას იუმორით შეხვდა.„მარნეულის „კაპეზე" 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის", – განუცხადა ჟურნალისტებს უგულავამ სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას.გადაიხდის თუ არა ჯარიმას უგულავა, ეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669044_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_1f3864b13add7ca2d78b49c4ac02f822.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
გიგი უგულავა დააჯარიმეს
18:32 01.12.2021 (განახლებულია: 22:12 01.12.2021) დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა 29 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
ბრალდების მხარის ვერსიით, უგულავა მას მერე დააკავეს, რაც პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და უარი თქვა დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, გასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და დაბრუნებულიყო ტროტუარზე. ამ დროს აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. სასამართლომდე უგულავა მარნეულის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი არგუმენტი არ გაუთვალისწინებიათ. მისი თქმით, პირველ რიგში ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო გზის გადაკეტვა, რადგან კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, თუ მომიტინგეთა რაოდენობა გარკვეულ რიცხვს აჭარბებს. ეს არ არის უკანონობა, განაცხადა კონდახიშვილმა.
მისი თქმით, დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თავად გიგი უგულავა ჯარიმას იუმორით შეხვდა.
„მარნეულის „კაპეზე" 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის", – განუცხადა ჟურნალისტებს უგულავამ სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას.
გადაიხდის თუ არა ჯარიმას უგულავა, ეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ გახდება ცნობილი.