გემრიელი და მხიარული: თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

© REUTERS / Russell BoyceSweet Like Chocolate-ის აბრა ლონდონში
Sweet Like Chocolate-ის აბრა ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფესტივალზე მისულ ყველა დამთვალიერებელს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, ამასთან დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ბოტანიკურ ბაღში 4 და 5 დეკემბერს „შოკოლადის ფესტივალი“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 14:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
სტუმრებს დახვდებათ საახალწლო და საშობაო ფილმების ყველასათვის ნაცნობი გმირები: სანტა და ელფი. ასევე, მხიარული წამყვანი, გათამაშებები, სიურპრიზები, საახალწლო თემატური ფოტო კუთხე, DJ და ლაზერ შოუ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ცხელი შოკოლადი და გლინტვეინი.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ეკოგანმავითარებელი საახალწლო აქტივობები ბავშვებისთვის.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0