Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იყო ცოტა ეჭვიანობა...“ – ეკა ხოფერია ქმარზე

© photo: ekakhoperiacity / instagrammტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე
ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ეკა ხოფერია ჟურნალ „სარკეს“ პირად ამბებს მეუღლესთან, ექიმ მიშა ხუჯაძესთან ერთად უყვება. შეხმატკბილებულმა წყვილმა გაცნობიდან წელიწადსა და ორ თვეში იქორწინა. როგორც ეკა აღნიშნავს, თავიდან არ ეგონა, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდებოდა, მაგრამ შეხვედრებიდან უკვე ორ თვეში ცხადი გახდა, რომ ურთიერთობა ოფიციალურ სახეს მიიღებდა.

„კრიზისული პერიოდი არ გვქონია. თანაცხოვრების დროს იყო ადაპტაციის მომენტი, ცოტა ეჭვიანობა, მაგრამ როცა რწმუნდები, რომ გიყვარს და უყვარხარ, მერე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც დრო გადის, უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ცხოვრება. არც აკრძალვები მაქვს. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, მიშკას უნდა, რომ სულ ერთად ვიყოთ. ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა“, – ამბობს ხოფერია.

ეკა ხოფერია ცნობილი ქართველი ჟურნალისტია. ის ცოტა ხნის წინ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ეკა სხვადასხვა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ თავიდან ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა კი გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0