https://sputnik-georgia.com/20211201/bolo-monacemebit-saqartvelosi-2-atasi-bavsvi-skolis-mirma-rceba-262532050.html
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 ათასი ბავშვი სწავლის მიღმა რჩება
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 ათასი ბავშვი სწავლის მიღმა რჩება
Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში შემობრუნების სისტემა 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T21:20+0400
2021-12-01T21:20+0400
2021-12-02T00:52+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24435/69/244356906_0:218:2320:1523_1920x0_80_0_0_131d0833d1d95eb06d48d5c386632cb0.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2000 ბავშვი სკოლაში არ დადის, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ოთხშაბათს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.2021 წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სისტემაში სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა.მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სკოლებში ბავშვების შემობრუნებაზე და ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.საქართველოს განათლების სამინისტრომ UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეიმუშავა სპეციალური სასწავლო გეგმა განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის.გარდა ამისა, უწყება გეგმავს ინდივიდუალური შემთხვევის განხილვას განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან. ასეთი ბავშვები ჩაერთვებიან ფორმალურ განათლებაში ან მათ შესთავაზებენ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა უწყების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს პირველადი შედეგები და გამოვლინდა 6-16 წლის ასაკის 10.404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის საქართველოს მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ ჰქონდათ განათლების ისტორია და არ ირიცხებოდნენ განათლების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. შემდეგ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 9.200 მოზარდამდე შემცირდა.განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აქამდე ქვეყანაში განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობდა საგანმანათლებლო გარემოში მათი შემობრუნების გეგმა ან მექანიზმი.
https://sputnik-georgia.com/20210622/saqarTveloSi-skolis-miRma-darCenili-mozardebis-raodenobam-iklo-252097387.html
https://sputnik-georgia.com/20210416/skolis-miswavleebis-interesebs-gansxvavebulad-daicaven-251487378.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24435/69/244356906_0:0:2320:1740_1920x0_80_0_0_e6a5095e93d63f82c5f150bff54caf87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 ათასი ბავშვი სწავლის მიღმა რჩება
21:20 01.12.2021 (განახლებულია: 00:52 02.12.2021) საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში შემობრუნების სისტემა
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2000 ბავშვი სკოლაში არ დადის, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ოთხშაბათს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
2021 წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სისტემაში სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა.
„მოხდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემის გარეთ იყვნენ დარჩენილი. ამის სხვადასხვა მიზეზი იყო. მათი შემობრუნების მექანიზმი დაინერგა და ასეთი ბავშვების რაოდენობა 10 ათასიდან 2 ათასამდე შემცირდა“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სკოლებში ბავშვების შემობრუნებაზე და ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეიმუშავა სპეციალური სასწავლო გეგმა განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, უწყება გეგმავს ინდივიდუალური შემთხვევის განხილვას განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან. ასეთი ბავშვები ჩაერთვებიან ფორმალურ განათლებაში ან მათ შესთავაზებენ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა უწყების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს პირველადი შედეგები და გამოვლინდა 6-16 წლის ასაკის 10.404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის საქართველოს მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ ჰქონდათ განათლების ისტორია და არ ირიცხებოდნენ განათლების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. შემდეგ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 9.200 მოზარდამდე შემცირდა.
განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აქამდე ქვეყანაში განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობდა საგანმანათლებლო გარემოში მათი შემობრუნების გეგმა ან მექანიზმი.