აზერბაიჯანმა საქართველოდან იმპორტირებული კარტოფილის პარტია უკან დააბრუნა

© photo: Sputnik / Stringerკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
საქართველოდან იმპორტირებული კარტოფილი ღეროვანი ნემატოდის აღმოჩენის გამო უკან დააბრუნეს.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინსპექტორებმა საქართველოდან იმპორტირებული კარტოფილის პარტია უკან დააბრუნეს, იტყობინება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა რესპუბლიკაში კომპანია ZE-DENT-ის მიერ შეტანილი 89,6 ტონა კარტოფილის რამდენიმე პარტიიდან ნიმუშები შეამოწმეს.
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
რა ვჭამთ: საქართველომ თურქეთს 25 ტონა დაინფიცირებული კარტოფილი დაუბრუნა
ლაბორატორიულმა ანალიზმა საქართველოდან იმპორტირებულ კარტოფილში საკარანტინო ობიექტის – ღეროვანი ნემატოდის არსებობა აჩვენა.
აღნიშნულის გამო კარტოფილის მთლიანი პარტია საქართველოში დააბრუნეს.
ყველა ახალი ამბავი
0