უფასო სწავლა რუსეთის უმაღლესებში: განაცხადების მიღება დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშილომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რეგისტრაცია, რომლებსაც რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლა სურთ, 15 დეკემბრამდე გაგრძელდა, იუწყება საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეგიძლიათ 2021 წლის 15 დეკემბრამდე (მოსკოვის დროით, 22:59 საათამდე).
ამასთან რუსეთის ინტერესების განყოფილება ხაზს უსვამს, რომ რუსეთში სასწავლებლად წასვლა, პანდემიის პირობებშიც კი, რთული არ არის.

„ამ წლის აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ოპერატიულმა შტაბმა ტატიანა გოლიკოვას ხელმძღვანელობით უფლება მისცა უცხოელ სტუდენტებს, რუსეთში სასწავლებლად ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებულიყვნენ. ყველა, ვინც უკვე სწავლობდა ან ჩააბარა წელს, შეძლებს სწავლის ადგილზე ჩასვლა-დაბრუნებასა და ჩვეულ ფორმატში სწავლას. მათთვის, ვინც რუსულ უნივერსიტეტებში ახალი წლიდან ჩაირიცხება, ქვეყანაში შესვლის პროცედურა იგივე იქნება“, — განუმარტა „Sputnik–საქართველოს“ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების საკონსულო სამსახურის უფროსმა ანდრეი ვოსკობოინიკოვმა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებ-გვერდზე.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს სკანირებული დოკუმენტები კანდიდატის დოსიეს შემადგენელი ჩამონათვალის შესაბამისად. საჭირო დოკუმენტების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ იმავე საიტზე. აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქართულ ენაზე წარდგენილ დოკუმენტებს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე.
აბიტურიენტებს დეტალური სახელმძღვანელო შეუძლიათ იხილონ ორგანიზატორების ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0