https://sputnik-georgia.com/20211130/tbilissi-zveli-qartuli-xelnawerebis-mixedvit-seqmnili-axali-sriftebis-prezentacia-gaimarta-262491410.html
თბილისში ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების პრეზენტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
საქართველოში უფრთხილდებიან ქართული დამწერლობის ტრადიციებს და პარალელურად კრეატიულად ავითარებენ თანამედროვე წერის კულტურას 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T19:28+0400
2021-11-30T19:28+0400
2021-11-30T19:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262486878_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_eea03125930d44e6680e7c6c8f5419ef.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია ეროვნული არქივის Facebook-გვერდზე.შრიფტები კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერების მიხედვით არქივთან და კომპანია „ჯეპრასთან“ თანამშრომლობით შექმნა.ახალი შრიფტები შემუშავდა ისეთი შედევრების მოტივებზე, როგორიცაა IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, XVII საუკუნის ძეგლი „იაზონისა და მედეას ამბავი“.პროექტი „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მიეძღვნა ქართული დამწერლობის სამივე სახეობის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. შრიფტების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) წერილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262486878_343:86:2048:1365_1920x0_80_0_0_3254d55eef061cacb7d6febaebe6ad3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
თბილისში ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში უფრთხილდებიან ქართული დამწერლობის ტრადიციებს და პარალელურად კრეატიულად ავითარებენ თანამედროვე წერის კულტურას
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია ეროვნული არქივის
Facebook-გვერდზე.
შრიფტები კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერების მიხედვით არქივთან და კომპანია „ჯეპრასთან“ თანამშრომლობით შექმნა.
ახალი შრიფტები შემუშავდა ისეთი შედევრების მოტივებზე, როგორიცაა IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, XVII საუკუნის ძეგლი „იაზონისა და მედეას ამბავი“.
პროექტი „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მიეძღვნა ქართული დამწერლობის სამივე სახეობის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. შრიფტების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) წერილი.