Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი საცოლესთან ერთად მალდივებზე ისვენებს – რომანტიკული ფოტოები

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ჰელენი, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
გერ­მა­ნე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნი ჩოგ­ბურ­თელ­მა პირ­ვე­ლად სამ­შობ­ლო­ში პან­დე­მი­ი­სას ჩა­მო­იყ­ვა­ნა. სპორ­ტსმე­ნი ქალი თვე­ე­ბია უკვე აქ­ტი­უ­რად ჩანს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. პე­რი­ო­დუ­ლად „ინ­სტაგ­რამ­ზე“ „სთორებში“ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის თა­მა­შე­ბი­დან მოკ­ლე ვი­დე­ო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.
მას შემ­დეგ, რაც ბასილაშვილის გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­და, მე­დია წერ­და, რომ ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ყო­ფილ ქმარს მას შე­დეგ უჩივ­ლა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა.
ამჯერად წყვილი მალდივის კუნძულებზე მოგზაურობს და რომანტიკულ კადრებს ხელმომწერებსაც უზიარებს. „საოცრებაა“, „კარგ დასვენებას გისურვებთ“, „ულამაზესი წყვილი ულამაზეს ადგილას“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. წყვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მა­ი­სის შემ­დეგ რამ­დე­ნ­ჯერმე გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი.
ყველა ახალი ამბავი
0