ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / HENRY NICHOLLSლინდონის საფონდო ბირჟა
ლინდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,33%-ით შემცირდადა 99,4 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,9%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,36%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,09% მოგებით 106,33 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,87 პუნქტის ფასით, 4,77% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,09%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,72%-ით შემცირდა 100,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,91%-ს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 6,73%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,52 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 149 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,52–16,92 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,71%-ით და ერთ აქციაზე 6,56 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 612 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,48–6,6 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,27%-ით შემცირდა 15,5 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 188 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,48–16,0 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0