Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„საქართველო მთვარეზე არაა": იმნაძე ახალი შტამის შემოღწევის პერიოდს ასახელებს

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
კორონავირუსის ახალ შტამს რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონის" შტამი საქართველომდე, სავარაუდოდ, ერთ თვეში მოაღწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე B.1.1.529 აღიარა როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი“ – ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
„დაახლოებით ვიცით, როდის შემოაღწია ჩვენთან კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა ქვეყანაში ვირუსის შემოღწევის პერიოდი გადაიწიოს. ჯერჯერობით ვიცით, რომ ვაქცინა მასთან მიმართებითაც მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაცია აფრიკიდან გვაქვს. რა თქმა უნდა, „ომიკრონი" ჩვენთანაც შემოაღწევს. საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა", - განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მსოფლიო დღეს
Moderna-ს ხელმძღვანელმა „ომიკრონის“ შტამისგან დამცავი ვაქცინის შექმნის ვადა დაასახელა
ეპიდემიოლოგის თქმით, სავარაუდოა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „დელტაზე" უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებულ პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის – ისეთ ქვეყნებს, სადაც იმუნური მოსახლეობის წილი მაღალი არ არის.
მისი თქმით, დახლოებით ორი კვირა იქნება საჭირო იმისთვის, რომ „ომიკრონის" შტამის შესახებ უფრო დაზუსტებული მეცნიერული მტკიცებულებები გახდეს ხელმისაწვდომი.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
აფრიკის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა ჰონკონგში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ავსტრალიაში, ავსტრიაში.
ყველა ახალი ამბავი
0