ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ოთხ ტესტ-მატჩს გამართავს

© photo: Sputnikსაქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრები იანვარში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს, მანამდე კი ავთანდილ ასათიანის გუნდი ძალებს რუმინეთისა და ყირგიზეთის წინააღმდეგ მოსინჯავს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 16 და 18 დეკემბერს სერბეთის ნაკრებთან ორ მატჩს გამართავს, ხოლო 21 და 22 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ყირგიზეთს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ სერბეთის ნაკრები უეფას რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს, მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პლეი-ოფში მოიპოვეს.
დეკემბერში დაგეგმილი ოთხივე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ფუტსალი. საქართველო-საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოს 16 ნოემბერს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა და სამბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 4:1 იმარჯვა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0