https://sputnik-georgia.com/20211130/dekembris-magnituri-qarisxlebi-262482487.html
მძიმე დღეები დეკემბერში: მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი და რჩევები
მძიმე დღეები დეკემბერში: მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი და რჩევები
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დეკემბერში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუსტი გეომაგნიტური რყევები იქნება ხშირი და ხანგრძლივი... 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T15:42+0400
2021-11-30T15:42+0400
2021-11-30T15:42+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/56/248605605_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_9831ddb816e22aba9978d6c1b0ef3950.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დეკემბერში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუსტი გეომაგნიტური რყევები იქნება ხშირი და ხანგრძლივი, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებში.მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობი პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.დეკემბრის მაგნიტური დღეებიგარდა ამისა, დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 30-31 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ძლიერი იქნება, ამ დღეებში შესაძლოა იგრძნოთ:ასევე მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც.რაც შეეხება მეტეოდამოკიდებულებას, ირკვევა, რომ მსგავსი მგრძნობელობა ახალგაზრდა ქალებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს მონაცემები სტატისტიკით დასტურდება. სპეციალისტები ამას ჰორმონული სისტემის თავისებურებით ხსნიან, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეტეოდამოკიდებულება ქალებშიც და მამაკაცებშიც იმატებს.რეკომენდაციები ექიმებისგანროგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/56/248605605_106:0:1815:1282_1920x0_80_0_0_90a10973f6faecb2711812892278afb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დეკემბერში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუსტი გეომაგნიტური რყევები იქნება ხშირი და ხანგრძლივი, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებში.
მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობი პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.
დეკემბრის მაგნიტური დღეები
3-5 დეკემბერი: უმნიშვნელო მაგნიტური ქარიშხალი, რომლის პიკიც ვერ მიღწევს მე-4 დონეს;
12 დეკემბერი: სუსტი მაგნიტური ქარიშხალი — არ აღემატება მე-3 დონეს;
13 დეკემბერი: ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — მე-4 დონე;
14 დეკემბერი: კვლავ სუსტი ქარიშხალი, დაიწევს მესამე დონემდე;
17-18 დეკემბერი: მესამე დონის მაგნიტური ქარიშხალი.
გარდა ამისა, დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 30-31 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ძლიერი იქნება, ამ დღეებში შესაძლოა იგრძნოთ:
ტკივილი სახსრებისა და ზურგის არეში;
ასევე მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც.
რაც შეეხება მეტეოდამოკიდებულებას, ირკვევა, რომ მსგავსი მგრძნობელობა ახალგაზრდა ქალებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს მონაცემები სტატისტიკით დასტურდება. სპეციალისტები ამას ჰორმონული სისტემის თავისებურებით ხსნიან, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეტეოდამოკიდებულება ქალებშიც და მამაკაცებშიც იმატებს.
რეკომენდაციები ექიმებისგან
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.