80 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 788.201 ადამიანი; ჩატარებულია 2.170.057 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.603 ადამიანი.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.050-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 845.643-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 788.201 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.214), გარდაიცვალა – 12.054 (ბოლო 24 საათში – 80). კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.554 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.135 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.854 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37.153, PCR–ტესტით – 16.701
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,95%.
სულ ჩატარებულია 2.170.057 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.603 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0