https://sputnik-georgia.com/20211130/avganetshi-naomari-tyupi-jariskacebi-ronaldo-262477377.html
ავღანეთში ნაომარი ტყუპი ჯარისკაცები – კრიშტიანუ რონალდუს პირადი მცველები დასჭირდა
ავღანეთში ნაომარი ტყუპი ჯარისკაცები – კრიშტიანუ რონალდუს პირადი მცველები დასჭირდა
Sputnik საქართველო
ისინი ხალხში მარტივად ირევიან, მაგრამ საეჭვო მოქმედების შემჩნევა და საჭირო დროს რეაგირებაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ – ასე დაახასიათეს პორტუგალიელი ფეხბურთელის... 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T16:30+0400
2021-11-30T16:30+0400
2021-11-30T22:56+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24085/96/240859697_0:0:3021:1700_1920x0_80_0_0_afcbec5311773abd033e08d261d24117.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერის ქუჩებში პირად დაცვასთან ერთად დააფიქსირეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავის პირადი მცველები ყოფილი სპეცრაზმელები არიან, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო წარსული აქვთ. ამის შესახებ სტატია გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა.საინტერესოა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის ახალი პირადი მცველები ტყუპები არიან, რომლებიც ავღანეთის სპეციალური შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდნენ. როგორც უცხოურ მედიაში იწერება, კრიშტიანუს პირადი მცველების აყვანა მას შემდეგ ურჩიეს, რაც მანჩესტერში კრიმინალური ჯგუფები მოძლიერდნენ და ბოლო დროს ძარცვის ფაქტებმაც საკმაოდ იმატა.პორტუგალიელი ტყუპები სერჟიო და ჟორჟე რამალეირუები 2003 წელს ავღანეთში იბრძოდნენ, შემდეგ კი პორტუგალიის პოლიციაში გადავიდნენ, სადაც პოლიტიკოსების, მოსამართლეებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირების დაცვა ევალებოდათ. პორტუგალიური მედიის ცნობით, ძმებმა პოლიციაში აუნაზღაურებელ შვებულებაში გასვლა ითხოვეს, რის შემდეგაც რონალდუს გარემოცვაში აღმოჩდნენ. ფეხბურთელთან რამალეირუების მესამე ძმა ალეშანდრეც მუშაობს, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის ოფიცერია. ძმები პირველად მაშინ გამოჩნდნენ, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შვეიცარიაში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მიფრინავდა.პორტუგალიელი ვარსკვლავი აეროპორტში სწორედ ამ მცველების თანხლებით მივიდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ტყუპისცალი მადრიდშიც შეამჩნიეს, ის რონალდუს საცოლე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივ მედიასთან ტყუპების შესახებ მათმა ახლობელმაც ისაუბრა, სადაც ყოფილი სპეცრაზმელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი: „ძმები ელეგანტურად იცვამენ და ნორმალურად გამოიყურებიან. მათ ხალხში არევა ადვილად შეუძლიათ, მაგრამ საეჭვო მოქმედების შემჩნევა და საჭირო დროს რეაგირებაც ძალიან სწრაფად გამოსდით“.ტყუპები, რომლებიც კრიშტიანუსა და მის ოჯახს იცავენ, ლისაბონთან ახლოს მდებარე ქალაქ პომბალის პატარა სოფელში დაიბადნენ, არმიას კი სკოლის დასრულებისთანავე შეუერთდნენ. ისინი იბრძოდნენ დანაყოფში, სახელად „კომანდუშ“, რომელიც ანგოლაში 1962 წელს შეიქმნა და მათი საბრძოლო შეძახილია: „ჩვენ აქ ვართ, მზად თავგანწირვისთვის!“ერთ-ერთმა ლეიტენანტმა, რომელსაც სამივე ძმასთან ერთად აქვს ნამუშევარი, ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ ძმები მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და პორტუგალიელი ვარსკვლავის გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ. რონალდუს პირადი მცველები წარსულშიც ჰყავდა. ერთ-ერთი იყო ნუნუ მარეკოსი, ყოფილი MMA-ს მებრძოლი და საჰაერო-სადესანტო ნაწილის ჯარისკაცი, რომელიც თავისუფალ დროს კორიდაზე ხართან ბრძოლით არის დაკავებული. ნუნუსთან ერთად კრიშტიანუს იცავდა ასევე MMA-ს მებრძოლი გონსალო სალგადო. მას პროფესიონალურ სპორტში შვიდი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ხუთი ნოკაუტით მოიგო.36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდა. მანამდე რონალდუს აქტიურად უკავშირებდნენ „მანჩესტერ სიტის“, თუმცა ბოლო წამს პორტუგალიელმა თავის ყოფილ გუნდში გადასვლა ამჯობინა.ცნობილია, რომ კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებშიც ასპარეზობდა, სადაც ჩატარებულ 196 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი „წითელი ეშმაკების“ რიგებში რონალდუს ანგარიშზე 10 შეხვედრაში 4 გოლია.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24085/96/240859697_46:0:2777:2048_1920x0_80_0_0_3f1d05b2d18d85bbceec7ef277c28ce9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიშტიანუ რონალდო
ავღანეთში ნაომარი ტყუპი ჯარისკაცები – კრიშტიანუ რონალდუს პირადი მცველები დასჭირდა
16:30 30.11.2021 (განახლებულია: 22:56 30.11.2021) ისინი ხალხში მარტივად ირევიან, მაგრამ საეჭვო მოქმედების შემჩნევა და საჭირო დროს რეაგირებაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ – ასე დაახასიათეს პორტუგალიელი ფეხბურთელის პირადი მცველები.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერის ქუჩებში პირად დაცვასთან ერთად დააფიქსირეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავის პირადი მცველები ყოფილი სპეცრაზმელები არიან, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო წარსული აქვთ. ამის შესახებ სტატია გამოცემა
The Sun-მა გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის ახალი პირადი მცველები ტყუპები არიან, რომლებიც ავღანეთის სპეციალური შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდნენ. როგორც უცხოურ მედიაში იწერება, კრიშტიანუს პირადი მცველების აყვანა მას შემდეგ ურჩიეს, რაც მანჩესტერში კრიმინალური ჯგუფები მოძლიერდნენ და ბოლო დროს ძარცვის ფაქტებმაც საკმაოდ იმატა.
პორტუგალიელი ტყუპები სერჟიო და ჟორჟე რამალეირუები 2003 წელს ავღანეთში იბრძოდნენ, შემდეგ კი პორტუგალიის პოლიციაში გადავიდნენ, სადაც პოლიტიკოსების, მოსამართლეებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირების დაცვა ევალებოდათ. პორტუგალიური მედიის ცნობით, ძმებმა პოლიციაში აუნაზღაურებელ შვებულებაში გასვლა ითხოვეს, რის შემდეგაც რონალდუს გარემოცვაში აღმოჩდნენ. ფეხბურთელთან რამალეირუების მესამე ძმა ალეშანდრეც მუშაობს, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის ოფიცერია. ძმები პირველად მაშინ გამოჩნდნენ, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შვეიცარიაში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მიფრინავდა.
პორტუგალიელი ვარსკვლავი აეროპორტში სწორედ ამ მცველების თანხლებით მივიდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ტყუპისცალი მადრიდშიც შეამჩნიეს, ის რონალდუს საცოლე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივ მედიასთან ტყუპების შესახებ მათმა ახლობელმაც ისაუბრა, სადაც ყოფილი სპეცრაზმელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი: „ძმები ელეგანტურად იცვამენ და ნორმალურად გამოიყურებიან. მათ ხალხში არევა ადვილად შეუძლიათ, მაგრამ საეჭვო მოქმედების შემჩნევა და საჭირო დროს რეაგირებაც ძალიან სწრაფად გამოსდით“.
ტყუპები, რომლებიც კრიშტიანუსა და მის ოჯახს იცავენ, ლისაბონთან ახლოს მდებარე ქალაქ პომბალის პატარა სოფელში დაიბადნენ, არმიას კი სკოლის დასრულებისთანავე შეუერთდნენ. ისინი იბრძოდნენ დანაყოფში, სახელად „კომანდუშ“, რომელიც ანგოლაში 1962 წელს შეიქმნა და მათი საბრძოლო შეძახილია: „ჩვენ აქ ვართ, მზად თავგანწირვისთვის!“
ერთ-ერთმა ლეიტენანტმა, რომელსაც სამივე ძმასთან ერთად აქვს ნამუშევარი, ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ ძმები მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და პორტუგალიელი ვარსკვლავის გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ. რონალდუს პირადი მცველები წარსულშიც ჰყავდა. ერთ-ერთი იყო ნუნუ მარეკოსი, ყოფილი MMA-ს მებრძოლი და საჰაერო-სადესანტო ნაწილის ჯარისკაცი, რომელიც თავისუფალ დროს კორიდაზე ხართან ბრძოლით არის დაკავებული. ნუნუსთან ერთად კრიშტიანუს იცავდა ასევე MMA-ს მებრძოლი გონსალო სალგადო. მას პროფესიონალურ სპორტში შვიდი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ხუთი ნოკაუტით მოიგო.
36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდა. მანამდე რონალდუს აქტიურად უკავშირებდნენ „მანჩესტერ სიტის“, თუმცა ბოლო წამს პორტუგალიელმა თავის ყოფილ გუნდში გადასვლა ამჯობინა.
ცნობილია, რომ კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებშიც ასპარეზობდა, სადაც ჩატარებულ 196 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი „წითელი ეშმაკების“ რიგებში რონალდუს ანგარიშზე 10 შეხვედრაში 4 გოლია.