ძალოსნობა: მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება

© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOVლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 2019 წელს სამი მედალი მოიპოვეს
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ტაშკენტში 7-17 დეკემბერს გაიმართება, საქართველოდან 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) განცხადებაში.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი (ყველა -61 კგ),
კახი ასანიძე (-73 კგ),
რევაზ დავითაძე (-89 კგ),
ანტონ პლესნოი, ირაკლი გობეჩიშვილი (ორივე -96 კგ),
ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (ორივე -102 კგ),
ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე, ბაქარ თურმანიძე (ყველა +109 კგ).
გასულ წელს COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა, ხოლო 2019 წლის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა სამი მედალი მოიპოვეს: ტალახაძემ აიღო ოქრო, დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი, ხოლო დავითაძე და პლესნოი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0