ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
მამაკაცი მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის ვიტალი ტურძილაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა. ქვანახშირის ერთ-ერთ კარიერზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა, რომლებიც გამაგრებით სამუშაოებს ატარებდნენ. შვიდსაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ერთ მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე მამაკაცი კი მძიმე დაზიანებებით ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.
რეანიმაციაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
როგორია ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა
დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულ-მკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.
კომპანიის ინფორმაციით, რომელიც ტყიბულში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვანახშირის მოპოვებას აწარმოებს, ადგილზე ნახშირის მოპოვება გაჩერებულია, თუმცა პერიოდულად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და, სავარაუდოდ, დაშავებულებიც შახტში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0