საშიში სინდრომის რამდენიმე ადრეული ნიშანი სახეზე: ექიმების გაფრთხილება

© Pixabay / StockSnapქალის სახე
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. დაავადება საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი, რომელიც ქალური უნაყოფობის ძირითადი მიზეზია, როგორც წესი, ვლინდება მაშინ, როდესაც წყვილი ბავშვის ჩასახვას ცდილობს, თუმცა სინდრომის პირველი ნიშნები ბევრად ადრე ჩნდება, წერს Daily Mail-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსების თქმით, პოლიკისტოზის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი სახეზე ჩნდება.

„თუ გოგონას სახეზე, განსაკუთრებით, ზედა ტუჩსა და ნიკაპქვეშ ჭარბად ეზრდება თმა, უნდა იცოდეთ, რომ ეს შესაძლოა საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მაუწყებელი იყოს“, – ნათქვამია სტატიაში.

სახეზე ჭარბთმიანობას მედიცინაში ჰირსუტიზმი ეწოდება. ის გულისხმობს ქალებში უხეში თმის ჭარბ ზრდას მამაკაცური ტიპით, სხეულის ე.წ. ანდროგენმგრძნობიარე ნაწილებზე. ასეთებია: სახე, ნიკაპი, მხრები, ბეჭები, გულ-მკერდი, არეოლები, მუცლის ქვედა არე, წელი, დუნდულები და ბარძაყები.
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
თრომბის დადგენა ექიმის გარეშეც შეგიძლიათ: კარდიოლოგი ასახელებს ნიშნებს
გარდა ამისა, ექიმები ასახელებენ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის (PCOS) სხვა ნიშნებსაც. ესენია:
ცხიმიანი კანი;
ფერიჭამიები, ანუ აკნე სახეზე, მკერდსა და ზურგზე;
ჭარბი წონა;
დეპრესია;
თავზე თმის ცვენა და მამაკაცური სიმელოტე.
პოლიკისტოზური სინდრომის დროს გვხვდება ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:
უნაყოფობა ქალებში;
გესტაციური დიაბეტი;
თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
საკვერცხეებში მრავალი წვრილი კისტა.
ექიმების თქმით, საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს დაორსულება გართულებულია, თუმცა ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში ფეხმძიმობის შანსები საკმაოდ დიდია.
ყველა ახალი ამბავი
0