Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გთხოვთ, მითხარით, ვარ თუ არა ფილიპ კირკოროვი“ – ნუკი კოშკელიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგარამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტანისამოსს ალაგებს საქართველოში გასამგზავრებლად. როგორც ნუკი ამბობს, მისი ტანსაცმლის უმეტესობა ბრჭყვიალაა, თუმცა ეს ძალიან მოსწონს. „გთხოვთ, მითხარით, ვარ თუ არა ფილიპ კირკოროვი?“ – მიმართავს ნუკი საზოგადოებას.
ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი საქართველოში პროექტ „ნიჭიერის“ გამო ჩამოდის, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანია, ამავდროულად ნუკი ხშირად უქმეებს საქართველოში ატარებს, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ცოტა ხნის წინ ნუკიმ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა. ამ დროისათვის ნუკის სახელით ტუჩსაცხები, სუნამო და ტონალური გამოდის.
ყველა ახალი ამბავი
0