Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

47 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 840.593-ს მიაღწია.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.954 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.015 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 313, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 106, აჭარა – 105, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 85, კახეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 46, გურია – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 29 ნოემბერი
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.477 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 783.987-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.974-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 44.606 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.566 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.607, იმერეთში – 1.423, აჭარაში – 509.
1.728 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 377 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 40, იმერეთში – 35. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.160 ადამიანი, მათ შორის 710 – თბილისში, 243 – აჭარაში. 36.880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი. ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41.660 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 840.593-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0