უბედური შემთხვევა დმანისთან: ავარიას ოჯახის ოთხი წევრი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
მსუბუქი ავტომობილის მგზავრები და მძღოლი ადგილზე დიღუპნენ, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. კაზრეთი-დმანისის ტრასაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მგზავრები და მძღოლი ადგილზე დიღუპნენ, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები სოფელ საფარლოს მკვიდრები არიან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ავარიის დეტალები და მიზეზები დგინდება.
ყველა ახალი ამბავი
0