https://sputnik-georgia.com/20211128/televiziisgan-aqciebis-gashuqebas-moitxoven-262430745.html
ტელევიზიისგან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებას მოითხოვენ – ვიდეო
ტელევიზიისგან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებას მოითხოვენ – ვიდეო
Sputnik საქართველო
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა კვირას საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოიყარეს თავი. 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T23:11+0400
2021-11-28T23:11+0400
2021-11-29T14:07+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262430706_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_d58a1b80f95a6d3a445ee5b4a48804ed.jpg
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ულტიმატუმი წაუყენეს – ან ისინი გააშუქებენ კოვიდ-შეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ან ერთ კვირაში პროტესტი კვლავ გაგრძელდება. მართალია, რა ფორმით, ეს მათ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა მათ ტელევიზიის შენობის დაბლოკვა სურთ.აქციის მონაწილეებმა დღისით რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს ლოზუნგით „არა კოვიდ-ტერორს!“. ისინი ასევე აპროტესტებდნენ კოვიდ-პასპორტების სისტემის შემოღებას საქართველოში. შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით, სადაც მიტინგი ჩაატარეს. ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართნენ.ვაქცინაციის პროცესის სტიმულაციისთვის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა 1 დეკემბრიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა ამოქმედდეს. სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, ფიტნეს-დარბაზებსა და სპა-ცენტრებში შესვლა მხოლოდ სპეციალური QR-კოდის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.კორონავირუსით საქართველოში ყოველდღიურად 50-60 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყოველდღიურად, ნაცვლად 20-25 ათასისა, იცრება 5-6 ათასი ადამიანი. ვაქცინირებულ პირთა ჯამური რაოდენობა მოსახლეობის 35%-ზე ნაკლებია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262430706_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_ba2d9fdcc9d7a0aef522d5193e4beb85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
ტელევიზიისგან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებას მოითხოვენ – ვიდეო
23:11 28.11.2021 (განახლებულია: 14:07 29.11.2021) კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა კვირას საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოიყარეს თავი.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ულტიმატუმი წაუყენეს – ან ისინი გააშუქებენ კოვიდ-შეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ან ერთ კვირაში პროტესტი კვლავ გაგრძელდება. მართალია, რა ფორმით, ეს მათ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა მათ ტელევიზიის შენობის დაბლოკვა სურთ.
აქციის მონაწილეებმა დღისით რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს ლოზუნგით „არა კოვიდ-ტერორს!“. ისინი ასევე აპროტესტებდნენ კოვიდ-პასპორტების სისტემის შემოღებას საქართველოში. შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით, სადაც მიტინგი ჩაატარეს. ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართნენ.
ვაქცინაციის პროცესის სტიმულაციისთვის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა 1 დეკემბრიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა ამოქმედდეს. სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, ფიტნეს-დარბაზებსა და სპა-ცენტრებში შესვლა მხოლოდ სპეციალური QR-კოდის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსით საქართველოში ყოველდღიურად 50-60 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყოველდღიურად, ნაცვლად 20-25 ათასისა, იცრება 5-6 ათასი ადამიანი. ვაქცინირებულ პირთა ჯამური რაოდენობა მოსახლეობის 35%-ზე ნაკლებია.