https://sputnik-georgia.com/20211128/tbilissa-da-qutaissi-kovid-pasportebis-semoreba-gaaprotestes-262425500.html
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტის სისტემის შემოღება გააპროტესტეს
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტის სისტემის შემოღება გააპროტესტეს
Sputnik საქართველო
თბილისში აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T16:49+0400
2021-11-28T16:49+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262424693_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_d02d9b385180e35d7d76f278bf25ea9d.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. კვირას რამდენიმე ასეული თბილისელი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „არა კოვიდ ტერორს“ - მათ 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვა გააპროტესტეს, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე–ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა–ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს–დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ–პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს უჭირავთ პლაკატები: „არა კოვიდ-პასპორტებს“, „არა კოვიდ-ტერორს“, „არა ვაქცინაციას“.„მწვანე პასპორტი არჩევანის თავისუფლებას გვართმევს. ჩვენ იძულებული ვართ ვაქცინაცია ჩავიტაროთ. ეს არის ტერორი", - აცხადებენ შეკრებილები.დამსწრეთა უმეტესობა აქციაზე ნიღბების გარეშე მივიდა. არც სოციალური დისტანციაა დაცული.აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირი მსვლელობით გაიარეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ.თბილისის პარალელურად, ანტივაქსერების საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართა.საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლი ყოველდღიურად 50-60 ადამიანი ხდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. საჭირო 20-25 ათასი აცრის ნაცვლად, ყოველდღიურად მხოლოდ 5-6 ათასი ადამიანი იცრება. ჯერჯერობით სრულად (ორჯერადად) აცრილია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34,8%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262424693_38:100:1185:960_1920x0_80_0_0_f59259dced564694972e996a46a27256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტის სისტემის შემოღება გააპროტესტეს
16:49 28.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) თბილისში აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. კვირას რამდენიმე ასეული თბილისელი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „არა კოვიდ ტერორს“ - მათ 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვა გააპროტესტეს, იტყობინება
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე–ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა–ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს–დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ–პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს უჭირავთ პლაკატები: „არა კოვიდ-პასპორტებს“, „არა კოვიდ-ტერორს“, „არა ვაქცინაციას“.
„მწვანე პასპორტი არჩევანის თავისუფლებას გვართმევს. ჩვენ იძულებული ვართ ვაქცინაცია ჩავიტაროთ. ეს არის ტერორი", - აცხადებენ შეკრებილები.
დამსწრეთა უმეტესობა აქციაზე ნიღბების გარეშე მივიდა. არც სოციალური დისტანციაა დაცული.
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირი მსვლელობით გაიარეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ.
თბილისის პარალელურად, ანტივაქსერების საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლი ყოველდღიურად 50-60 ადამიანი ხდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. საჭირო 20-25 ათასი აცრის ნაცვლად, ყოველდღიურად მხოლოდ 5-6 ათასი ადამიანი იცრება. ჯერჯერობით სრულად (ორჯერადად) აცრილია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34,8%.