პრესკონფერენცია: პოლიტიკური კრიზისი - შეთანხმდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მიტინგი
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - შეთანხმდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 29 ნოემბერს, 15:30 საათზე გაიმართება.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს უნდა გაიმართოს. ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ბევრმა დეპუტატმა თქვა უარი მანდატებზე, თბილისსა და რეგიონებში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართება.
როგორ განვითარდება პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში? იმუშავებს თუ არა პარლამენტი ნორმალურად? როგორ უნდა იმუშაოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ საკრებულოებში მანდატების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა მოიპოვეს? როგორ მოქმედებს სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკურ ვითარებაზე?
პრესკონფერენციის მონაწილეები:
-პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე;
-პუბლიცისტი, საინფორმაციო პოლიტიკის თემაზე ნაშრომების ავტორი ბაია ამაშუკელი.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com
ყველა ახალი ამბავი
0