https://sputnik-georgia.com/20211128/janmom-koronavirusis-omikron-stamis-warmosobis-yvelaze-realuri-versia-daasaxela-262420941.html
ჯანმომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია დაასახელა
ჯანმომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია დაასახელა
Sputnik საქართველო
ჯანმოში მიაჩნიათ, რომ „ომიკრონის“ გამოვლენა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ჩინეთში 2019-2020 წლებში კორონავირუსის გამოვლენას. 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T09:30+0400
2021-11-28T09:30+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანმოს გააჩნია კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის წარმოშობის ჰიპოთეზა, განაცხადა მარია ვან კერკჰოვემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა Financial Times-თან საუბარში.„უცნობია, საიდან გაჩნდა ეს შტამი, მაგრამ ერთ-ერთი განსახილველი ჰიპოთეზის თანახმად, ის შეიძლება წარმოშობილიყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ინფიცირებული პაციენტისგან, რომელიც სრულად ვერ გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და რომლის ორგანიზმშიც ვირუსი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მრავლდებოდა“, - ციტირებს გამოცემა კერკჰოვეს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა ასევე მოუწოდა, არ გააკრიტიკონ სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებენ ახალი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ, და დაბალანსებული რეაგირება მოახდინონ.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ისრაელში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.
https://sputnik-georgia.com/20211127/cercvaze-koronavirusis-axali-stami-ar-unda-gavrceldes-saqartvelosi-262418797.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია დაასახელა
09:30 28.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ჯანმოში მიაჩნიათ, რომ „ომიკრონის“ გამოვლენა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ჩინეთში 2019-2020 წლებში კორონავირუსის გამოვლენას.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანმოს გააჩნია კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის წარმოშობის ჰიპოთეზა, განაცხადა მარია ვან კერკჰოვემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა
Financial Times-თან საუბარში.
„უცნობია, საიდან გაჩნდა ეს შტამი, მაგრამ ერთ-ერთი განსახილველი ჰიპოთეზის თანახმად, ის შეიძლება წარმოშობილიყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ინფიცირებული პაციენტისგან, რომელიც სრულად ვერ გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და რომლის ორგანიზმშიც ვირუსი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მრავლდებოდა“, - ციტირებს გამოცემა კერკჰოვეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა ასევე მოუწოდა, არ გააკრიტიკონ სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებენ ახალი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ, და დაბალანსებული რეაგირება მოახდინონ.
„ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა რისკებთან. დელტას შტამი არსად წასულა, ხალხი მთელ მსოფლიოში იღუპება მისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი ადამიანია ინფიცირებული“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ისრაელში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.