გარდაიცვალა რუსი მომღერალი და კომპოზიტორი ალექსანდრ გრადსკი

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ გრადსკი
ალექსანდრ გრადსკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
ალექსანდრ გრადსკი მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის სახალხო არტისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ალექსანდრ გრადსკი, იუწყება გაზეთი „იზვესტია“.
მედიის ცნობით, გრადსკი, რომელსაც რუსული როკის „მამას“ უწოდებდნენ, ღამის ორ საათზე გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს ინსულტის ნიშნებით და ჯანმრთელობის გაუარესების ჩივილებით. მუსიკოსის ჯანმრთელობა COVID-19-ის გადატანის შემდეგ გაუარესდა.
გრადსკი დაიბადა 1949 წელს ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში. 1974 წელს დაამთავრა გნესინების მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი რუსეთის სამუსიკო აკადემია) ვოკალის სპეციალობით. 1975-1976 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით.
1970-იანი წლებიდან დაკავებული იყო სოლო კარიერით, ასევე მონაწილეობდა მრავალ მუსიკალურ პროექტში. არტისტის დისკოგრაფია ორმოცზე მეტ ალბომს მოიცავს.
გრადსკი 40-ზე მეტი მხატვრული ფილმის, რამდენიმე ათეული დოკუმენტური და მულტფილმის მუსიკის ავტორია. 1997 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტის წოდება, იყო რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ყველა ახალი ამბავი
0