ზურაბ აბაშიძემ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი: 46 მაღაროელი და ხუთი მაშველი, 60-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მწუხარება გამოთქვა კემეროვოს ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
25 ნოემბერს, დილის საათებში კემეროვოს ოლქის ქალაქ ბელოვოში, „ლისტვიაჟნაიას“ შახტში დაკვამლიანება მოხდა, იმ დროს მიწისქვეშ 285 ადამიანი იმყოფებოდა. უმრავლესობის ამოყვანა მოხერხდა, დანარჩენების ამოსაყვანად მაშველები ჩავიდნენ, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისინი აფეთქების საფრთხის გამო უკან დააბრუნეს. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი მეთანის აფეთქება გახდა. ტრაგედიის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0