ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

© Pexels / PhotoMIX Companyბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ კიდევ 600 ოჯახს გადაეცა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, ვისაც ზუგდიდში ბინები გადაეცემა
უწყების ცნობით, დევნილ ოჯახებს ერთ-, ორ- და სამოთახიანი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. ამასთან, კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
არსებული მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 1400 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 89 დანგრევის პირზე მყოფი ობიექტი დაიხურა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით ახალი საცხოვრებელი 27 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0