ვითარება საქართველოს გზებზე - ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerმანქანები უღელტეხილზე
მანქანები უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდა ეხება მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, ასევე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო დაწესდა.
ყველა ახალი ამბავი
0