https://sputnik-georgia.com/20211127/saqartvelosi-sesazloa-taqsebsa-da-kerzo-avtomobilebsi-moweva-aikrzalos-262418224.html
საქართველოში შესაძლოა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში მოწევა აიკრძალოს
საქართველოში შესაძლოა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში მოწევა აიკრძალოს
Sputnik საქართველო
ეს კანონპროექტი წარმოადგენს თამბაქოს საწინააღმდეგო იმ ზომების გაგრძელებას, რომლებიც საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T21:38+0400
2021-11-27T21:38+0400
2021-11-27T21:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739301_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_60a674e23b5e8ba8ad37f6006c818f30.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში უახლოეს დროს განსახილველად შევა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოწევას ტაქსებსა და კატერებში, ასევე კერძო ავტომობილებში, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.მანქანებში მოწევის აკრძალვა 2017 წელს საქართველოში განხორციელებული მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გაგრძელებაა.შემუშავებული პროექტის მიხედვით, მოწევა ტაქსიში და კატერზე გამოიწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.ხოლო მოწევა კერძო ავტომობილში დასჯადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანის სალონში არასრულწლოვანი იმყოფება. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარია. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე. დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისათვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი საშუალოდ 1,5 ლარი ღირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739301_117:0:2848:2048_1920x0_80_0_0_7730cdf4c8691362d116ac9a575bb732.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში შესაძლოა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში მოწევა აიკრძალოს
ეს კანონპროექტი წარმოადგენს თამბაქოს საწინააღმდეგო იმ ზომების გაგრძელებას, რომლებიც საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში უახლოეს დროს განსახილველად შევა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოწევას ტაქსებსა და კატერებში, ასევე კერძო ავტომობილებში, იტყობინება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“. მანქანებში მოწევის აკრძალვა 2017 წელს საქართველოში განხორციელებული მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გაგრძელებაა.
შემუშავებული პროექტის მიხედვით, მოწევა ტაქსიში და კატერზე გამოიწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.
ხოლო მოწევა კერძო ავტომობილში დასჯადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანის სალონში არასრულწლოვანი იმყოფება. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.
ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარია. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე. დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისათვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი საშუალოდ 1,5 ლარი ღირდა.