https://sputnik-georgia.com/20211127/mtawmindaze-axali-rvinis-festivali-imarteba-262412206.html
მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება
მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალზე 100-მდე მცირე საოჯახო საწარმო მონაწილეობს. ღონისძიება პანდემიის გათვალისწინებით, რეკომენდაციების წესების დაცვით იმართება. 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T14:15+0400
2021-11-27T14:15+0400
2021-11-27T14:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს, მათ შორის 100-მდე მცირე საოჯახო საწარმოა.„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. მისივე თქმით, ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად.„მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით იმართება.ფესტივალი ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრის ღვინოებს შორის კლუბის მიერ შეირჩა ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის „უსახელაური", რომელიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში 2010 წლიდან იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება
ფესტივალზე 100-მდე მცირე საოჯახო საწარმო მონაწილეობს. ღონისძიება პანდემიის გათვალისწინებით, რეკომენდაციების წესების დაცვით იმართება.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება, ინფორმაციას
ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს, მათ შორის 100-მდე მცირე საოჯახო საწარმოა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.
ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. მისივე თქმით, ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად.
„მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალი ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრის ღვინოებს შორის კლუბის მიერ შეირჩა ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის „უსახელაური", რომელიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში 2010 წლიდან იმართება.