https://sputnik-georgia.com/20211127/moris-yvitelasvili-sowsi-gran-pris-etapis-gamarjvebulia-262417192.html
მორის ყვითელაშვილი სოჭში გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულია
მორის ყვითელაშვილი სოჭში გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
სოჭის გრან-პრის ვერცხლი მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ კოლიადამ, ხოლო მესამე ადგილზე იაპონელი კაძუკი ტომონო გავიდა 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T20:37+0400
2021-11-27T20:37+0400
2021-11-27T20:37+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262416809_0:0:2452:1379_1920x0_80_0_0_f49dacc59d15dfd25f9b44b3857931fa.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი- Sputnik. ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი სოჭში გამართული გრან პრის მეექვსე ეტაპის გამარჯვებული გახდა.თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილმა დააგროვა 170,96 ქულა, ხოლო მოკლე პროგრამისთვის მოპოვებულ ქულებთან ერთად (95,37) მას ჯამში 266,33 ქულა დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.სოჭის გრან-პრის ვერცხლი მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ კოლიადამ (264,64), ხოლო მესამე ადგილზე იაპონელი კაძუკი ტომონო (264,19) გავიდა.„პირველ რიგში მინდა მივულოცო შეჯიბრების პრიზიორებს. მაგარი ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ ძალიან მოვინდომე. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რომ კვარცხლბეკზე ასვლა მოვახერხე. მადლობა მწვრთნელებს, მშობლებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, სპორტის სამინისტროს და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რომლებსაც ყოველთვის ჩემი სჯერათ და მხარს მიჭერენ“, - განაცხადა ყვითელაშვილმა.ყვითელაშვილი პირველი ქართველი მოციგურავეა ინდივიდუალურ თანრიგში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა გრან-პრის ეტაპზე.აღსანიშნავია ისიც, რომ ყვითელაშვილი წარადგენს საქართველოს მომავალ წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262416809_0:0:2452:1839_1920x0_80_0_0_c1cd01d0ba8bab43263252544ad0c4ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
მორის ყვითელაშვილი სოჭში გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულია
სოჭის გრან-პრის ვერცხლი მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ კოლიადამ, ხოლო მესამე ადგილზე იაპონელი კაძუკი ტომონო გავიდა
თბილისი, 27 ნოემბერი- Sputnik. ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი სოჭში გამართული გრან პრის მეექვსე ეტაპის გამარჯვებული გახდა.
თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილმა დააგროვა 170,96 ქულა, ხოლო მოკლე პროგრამისთვის მოპოვებულ ქულებთან ერთად (95,37) მას ჯამში 266,33 ქულა დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
სოჭის გრან-პრის ვერცხლი მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ კოლიადამ (264,64), ხოლო მესამე ადგილზე იაპონელი კაძუკი ტომონო (264,19) გავიდა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო შეჯიბრების პრიზიორებს. მაგარი ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ ძალიან მოვინდომე. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რომ კვარცხლბეკზე ასვლა მოვახერხე. მადლობა მწვრთნელებს, მშობლებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, სპორტის სამინისტროს და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რომლებსაც ყოველთვის ჩემი სჯერათ და მხარს მიჭერენ“, - განაცხადა ყვითელაშვილმა.
ყვითელაშვილი პირველი ქართველი მოციგურავეა ინდივიდუალურ თანრიგში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა გრან-პრის ეტაპზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყვითელაშვილი წარადგენს საქართველოს მომავალ წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.