ილიას ზუროსი: დიდებული მატჩი ჩავატარეთ!
© photo: Sputnik / Stringerილიას ზუროსი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრება, სადაც მასპინძელ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელსა და თითოეულ მოთამაშეს მადლობა გადაუხადა.
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 88:83 დაამარცხა და შესარჩევი ციკლი გამარჯვებით გახსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ნაკრებს გრძელი გზა აქვს გასავლელი და ამისთვის გუნდის თითოეული წევრი ბოლომდე დაიხარჯება. მან ასევე ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე გამოცდილ კალათბურთელებზეც ისაუბრა და განსაკუთრებით მატჩის საუკეთესო მოთამაშეები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი გამოარჩია.
© Georgian Basketball Federationთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია
© Georgian Basketball Federation
„თორნიკეს დიდ მადლობას ვუხდი. ეს დიდებული მატჩი იყო ქომაგებისთვის, საკუთარ არენაზე გავიმარჯვეთ. თორნიკემ ყველაფერი გააკეთა ამ მატჩის მოსაგებად. შერმადინმა საოცრად ითამაშა. მას ტრავმა ჰქონდა და ახლა კარგ ფორმაშია. როდესაც უცხოეთიდან ჩამოდიან ლეგიონერები, ისინი სხვა კალათბურთელებსა და მთლიანად გუნდს დიდ მუხტს აძლევენ“, - განაცხადა ზუროსმა.
© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი. საქართველო-უკრაინა
კალათბურთი. საქართველო-უკრაინა
© photo: Sputnik / Stringer
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი მოსკოვის „ცსკას“ თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამაც გააკეთა და ზუროსის მსგავსად, მანაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ფაქტორს გაუსვა ხაზი.
„ქომაგების წინაშე თამაში ძალიან კარგია. ხალხი გვამხნევებდა და ეს ძალიან დაგვეხმარა. მინდა, უკრაინას მივულოცო კარგი თამაში. სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო გასწია. მინდა, მთელ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა შენგელიამ.
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. უკრაინასთან მატჩში მან 16 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.
Find yourself someone who loves you the way @TokoShengelia23 loves playing for 🇬🇪. 😍#FIBAWC | #WinForGeorgia × @_GeoBasketball pic.twitter.com/yG2op5MGsu
— FIBA Basketball World Cup (@FIBAWC) November 26, 2021
ილიას ზუროსის გუნდს მორიგი შეხვედრა ორშაბათს, 29 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ელის. აღსანიშნავია, რომ სერჯო სკარიოლოს გუნდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. შესარჩევი ციკლის შემდეგ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი ნაკრები გადავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.