Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორმოში ჩავვარდი და გავიკერე ჭრილობა ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით...“- გია სურამელაშვილი

© Facebook / Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
მომღერალმა გია სურამელაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ გაიხსენა ბავშვობაში თავს გადახდენილი ისტორია, რომელიც არასდროს დაავიწყდება.
მომღერლის თქმით, ნანატრი და გამეტიჩრებული ბავშვი იყო, ბაბუა საბჭოთა კავშირის გმირი ჰყავდა და ხელის გულზე ატარებდა, ამავდროულად ძალიან ცელქი, ანცი და ხიფათიანი იყო ბავშვობაში.
„როგორც ყველას, მეც ეზოში თამაში მიყვარდა და დედა საოცრად განიცდიდა, როცა რაღაც მეტკინებოდა. ალბათ, 6 წლის ვიქნებოდი, ორმოში ჩავვარდი და მუხლზე ღრმა ჭრილობა მივიღე – დღემდე მაქვს შრამი. ვიფიქრე, დედაჩემი გაგიჟდება-მეთქი და საკუთარი ხელით გავიკერე ჭრილობა ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით. ოთახიდან გამოვედი თუ არა, დედაჩემმა დაინახა სისხლი და ატეხა კივილი, მთელი სამეზობლო შეიყარა, ყველა ჩვენთან მორბოდა, მე კიდევ ვიდექი შავი ძაფით ფეხგაკერილი“, - იხსენებს სურამელაშვილი.
მისი თქმით, შემდეგ შეიკრიბა ოჯახური საბჭო, თუმცა ვერავინ დასაჯა, რადგან ბაბუას კალთაში ეჯდა და ვერავინ ეკარებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0