https://sputnik-georgia.com/20211127/elene-xostaria-klinikidan-gaweres-262416091.html
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
Sputnik საქართველო
მან მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალს ზრუნვისა და მკურნალობისთვის და ივარაუდა, რომ სამუშაოს ერთ კვირაში დაუბრუნდება. 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T19:15+0400
2021-11-27T19:15+0400
2021-11-27T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249935837_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3303dcd4f43048788a3aa3b20eff00d3.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის, კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო. მან პროტესტის უკიდურესი ფორმა 19 ნოემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.მან ასევე მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალს ზრუნვისა და მკურნალობისთვის.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. იგი შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღისით სააკაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მან გონება დაკარგა.ამ დროისათვის სააკაშვილიც პოსტშიმშილობის პერიოდის რეაბილიტაციის კურსს გადის.სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249935837_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8d5359312c37134afdec8abf77f7f199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
მან მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალს ზრუნვისა და მკურნალობისთვის და ივარაუდა, რომ სამუშაოს ერთ კვირაში დაუბრუნდება.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის, კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა
Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო. მან პროტესტის უკიდურესი ფორმა 19 ნოემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
„ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს“, - დაწერა ხოშტარიამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალს ზრუნვისა და მკურნალობისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. იგი შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღისით სააკაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მან გონება დაკარგა.
ამ დროისათვის სააკაშვილიც პოსტშიმშილობის პერიოდის რეაბილიტაციის კურსს გადის.
სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.