Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

61 გარდაცვლილი: რა ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები რიყის პარკში
გამვლელები რიყის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 835.306-ს მიაღწია.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.058 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.550 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 766, შიდა ქართლი - 354, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 333, კახეთი - 257, ქვემო ქართლი - 225, აჭარა - 164, სამცხე-ჯავახეთი - 139, გურია - 137, მცხეთა-მთიანეთი - 105, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 774.458-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 61 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.871-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 48.951 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.515 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.601, იმერეთში - 1.394, აჭარაში - 519.
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმომ აფრიკული წარმოშობის COVID-19-ის ახალ საშიშ შტამს ომიკრონი უწოდა
1.654 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.167 ადამიანი, მათ შორის 726 - თბილისში, 255 - აჭარაში. 41.269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 56 ადამიანი. ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.221 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 835.306-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0