ზუგდიდში პოლიციამ მომიტინგე ოპოზიციონერები დააკავა – ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციონერები, რომლებმაც ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს, პარასკევს ძველი მოწვევის შემადგენლობით გამართული სხდომის ჩაშლას შეეცადნენ, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.
ოპოზიციონერები დილიდან ყველანაირად ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას. მათ გამართეს აქცია შენობასთან, იყენებდნენ სასტვენებს. მომიტინგეების თქმით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი მოწვევის საკრებულო ორჯერ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, უნდა დაინიშნოს საკრებულოსა და ქალაქის მერის განმეორებითი არჩევნები.
პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები, როლებიც საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0