უსაფრთხო შოპინგი „შავ პარასკევს“: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliშავი პარასკევი თბილისში
შავი პარასკევი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების გაზიარების შემდეგაც კი ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. შოპინგისთვის საუკეთესო პერიოდის - „შავი პარასკევის“ დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები ყურადღებით უნდა მოეკიდონ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს და იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
შავი პარასკევი წელიწადის საუკეთესო დღეა შოპინგის მოყვარულთათვის, რადგან არცერთ სხვა დღეს არ არის ასეთი დიდი ფასდაკლება ყველა მაღაზიაში ერთდროულად.
რჩევები მაღაზიაში შესყიდვის დროს:
საბანკო ბარათის კონსულტანტის ან მესამე პირისთვის გადაცემისას იყავით ყურადღებით;
ეცადეთ, საბანკო ბარათზე დატანილი მონაცემები არ იყოს სხვა პირებისთვის ხილვადი ან ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის იდენტიფიცირებადი;
შესყიდვის განხორციელებისას თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნისას, დაინტერესდით რა მიზნით ხდება მათი შეგროვება (მაგ.: თქვენი ტელეფონის ნომერი მაღაზიამ შესაძლოა მარკეტინგული მიზნით გამოიყენოს და სარეკლამო შეტყობინებები გამოგიგზავნოთ);
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ პირადი მონაცემების გაზიარების შემთხვევაშიც, ყოველთვის შეუძლიათ მოითხოვონ მათი დამუშავების შეწყვეტა.
რჩევები ონლაინ შესყიდვის დროს:
პირველ რიგში, დარწმუნდით ონლაინ მაღაზიის სანდოობაში და გაითვალისწინეთ შესაბამისი ვებგვერდის რეპუტაცია. ამასთან, სანდო ვებგვერდს მისამართის ველს თან უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო და მისამართის პანელი იწყებოდეს HTTPS:// და არა HTTP:// სიმბოლოებით;
სხვადასხვა ვებგვერდებზე რეგისტრაციისას, გამოიყენეთ რთული, კომბინირებული და განსხვავებული პაროლები;
ონლაინ შესყიდვისას არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით და არ გამოიყენოთ საჯარო ე.წ. Public Wi-Fi;
თუ ნივთის შეძენისას ვებგვერდი ისეთ პერსონალური მონაცემებს გთხოვთ, რომელთა საჭიროება შესყიდვასთან კავშირში გაეჭვებთ, აუცილებლად დაინტერესდით - რატომ გთხოვენ აღნიშნულ მონაცემებს;
ონლაინ მაღაზიებისთვის გამოიყენეთ სპეციალურად შესყიდვებისთვის განკუთვნილი ბარათი, რომელზეც მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო თანხას გექნებათ ჩარიცხული;
მოერიდეთ ვებგვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრებას;
ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათით ტრანზაქციები მხოლოდ თქვენ მიერაა განხორციელებული.
შავი პარასკევი ან Black Friday ყოველწლიურად ტარდება შეერთებულ შტატებში მადლიერების დღის შემდეგ - 2021 წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების მსოფლიო დღე 26 ნოემბერს შუაღამისას დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0