Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სერიოზული ბრძოლები იყო ჩემს თავში, რომ აბორტი გამეკეთებინა“ – თეა დარჩიას აღიარება

© Facebook / Tea Darchiaთეა დარჩია
თეა დარჩია - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
მოცეკვავე თეა დარჩია მეოთხე შვილის გაჩენამდე მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც ირკვევა, მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს დაუნის სინდრომი დაუდგინეს, ეს კი მისთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

„43 წლის ვარ, მივდივარ ექოზე, რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინო, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს. მითხრეს, რომ კვლევა უნდა გამეგრძელებინა, გერმანიიდანაც მომივიდა პასუხები, რომ 80% ბავშვს დაუნის სინდრომი ექნებოდა. სერიოზული ბრძოლები იყო ჩემს თავშიც, გარემოდანაც, რომ აბორტი გამეკეთებინა. სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, ანგელოზები, რად გინდა ახლა ესო. საკუთარი მშობელი დედისგანაც კი“, – იხსენებს ქორეოგრაფი.

მისი თქმით, ერთადერთი, შვილები არ ამბობდნენ არაფერს, ხმას არ იღებდნენ. იხსენებს, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა უთხრა – აირჩიე, გინდა იყო მკვლელი დედა თუ განსხვავებული ადამიანი გაზარდოო.
„გაჩნდა ადამიანი, სრულყოფილება.10-დან 10 ქულა არც ერთ ჩემს შვილს არ აუღია. 45 წუთში სამშობიაროში მისვლიდან გულზე მეწვინა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. თუკი ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექი, და ახლა არც ერთი ჩემი შვილი არ არის მასავით ნიჭიერი… დარწმუნებულები იყავით, თუ ღმერთს არ უნდა, არც ჩაისახება, თუ ღმერთს უნდა, აუცილებლად უნდა გააჩინოთ“, – ჰყვება თავის ისტორიას თეა დარჩია „იმედის“ ეთერში.
ყველა ახალი ამბავი
0